ბოტკოველი – „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ ერთად თუ მოგვიხსენიებს, კარგია, რადგან ოპოზიციის გაძლიერება დაიწყო

მოლოდინი არ გვქონდა, რომ მმართველი გუნდი ისეთ საარჩევნო კოდექსს წარმოადგენდა, რომელიც არჩევნების გაყალბების ყველა შესაძლებლობას დაკეტავდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტში ჩადო ისეთი „მაშველი რგოლი“, რითაც შეეცდება, დააკომპენსიროს მსხვერპლი, რომელიც შეიძლება გახარიას შემთხვევაში დაკარგოს.

„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ ერთად თუ მოგვიხსენიებს, კარგია, რადგან ოპოზიციის გაძლიერება დაიწყო და ოპოზიციის გაერთიანების შანსები გაჩნდა, რასაც მივესალმები. მოლოდინი არ გვქონდა, რომ მმართველი გუნდი ისეთ საარჩევნო კოდექსს წარმოადგენდა, რომელიც არჩევნების გაყალბების ყველა შესაძლებლობას დაკეტავდა. მხარს ვერ დავუჭერდით, რადგან ისეთი პუნქტებია ჩადებული, რომელიც მორგებულია კონკრეტულ პარტიებზე, მაგალითად, „ლეიბორისტულ პარტიაზე“.

როცა ამბობენ, რომ „საარჩევნო კოდექსი“ არის შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი და პირდაპირ ასახავს პუნქტებს, ეს ასე არ არის. „ლეიბორისტული პარტია“ არის ბარიერგადალახული პარტია და მას ცესკო-ში ადგილი ეკუთვნოდა. 40-პროცენტიანი ბარიერიც უცებ გაჩნდა. „ქართულმა ოცნებამ“ ვიღაცებთან ერთად აღმოაჩინა მაშველი რგოლი, რითაც შეეცდება, რომ მსხვერპლი, რომელიც შეიძლება გახარიას შემთხვევაში დაკარგოს, ამით დააკომპენსიროს და ოპოზიციის წარმომადგენელს საშუალება არ მისცეს, პირველსავე ტურში გაიმარჯვოს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

banner
წინა სტატიაში1-ლი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება
შემდეგი სტატიახობში 19 წლის ბიჭი დაჭრეს