ბოტკოველი – ხელისუფლება ცდილობს, დაფინანსების შეწყვეტით დაემუქროს ოპოზიციას – ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, ერთგვარად დასაჯოს ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც უმცირესობაში არიან.

მისი თქმით, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ.

„ამ გადაწყვეტილებით ცდილობენ, დაფინანსების შეწყვეტით ან რაღაც პრივილეგიის დაკარგვით დაემუქრონ ოპოზიციას. ამ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ. შეზღუდვა იმის, რაც სახელმწიფოს მხრიდან არის განსაზღვრული, იქნება არაკონსტიტუციური.

ამ ცვლილებების მიღება არ გაუჭირდება, როგორც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის და ეცდება, ის გაატაროს, რაც სურს ბიძინა ივანიშვილს და არა სხდომათა დარბაზში მსხდომ რომელიმე დეპუტატს“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისასტიკი მკვლელობა ლენტეხში – დაკავებულია სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე
შემდეგი სტატიაგიორგი ბოტკოველი – ჩვენ თანამდებობების მიღებას არ ვაპირებთ, პარლამენტში ამისთვის არ შევსულვართ