ბოტკოველი – გახარია უფრო მაგარი „ქოცია“, თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

გახარია უფრო მაგარი „ქოცია“, თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, კობახიძის გუშინდელი განცხადების, შეიძლება, იყოს ჩვენება პროკურატურაში გახარიას წინააღმდეგ.

„შეიძლება, ამ ადამიანის განცხადებებზე მხოლოდ გაგეცინოს. თურმე, რა ცუდ დღეში ყოფილა „ქართული ოცნება“ და ყოველდღიურად მისი რეიტინგი რომ ვარდება, თურმე, გახარიას ბრალი ყოფილა. იცოდნენ, რომ დანაშაულს ჩადიოდა, მაგრამ იმის გამო, რომ მათ გუნდში იყო, არ ლაპარაკობდნენ და მაინც ქება უწევდათ. სტენოგრამა რომ გავაკეთოთ კობახიძის გუშინდელი განცხადების, შეიძლება, ეს იყოს ჩვენება პროკურატურაში გახარიას წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინოა „ქართული ოცნებისთვის“ და სამწუხაროა ქვეყნისთვის. დანაშაული, რომელშიც ჩაფლულები არიან, უნდათ, გადააბრალონ ერთს. ესენი ერთმანეთში რას გაარკვევენ – გახარია უფრო მაგარი „ქოცია“, თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის ბუა არის მიხეილ სააკაშვილი და როცა გაუჭირდებათ, უცებ, ახსენდებათ ბუა და ამით შეაშინონ მათზე განაწყენებული ამომრჩეველი. ახლაც ცდილობენ, გიორგი გახარია წარმოაჩინო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულად, მაგრამ ეს მათ შედეგს ვერ მოუტანს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში2021 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 187,7 მლნ დოლარი შეადგინა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე კომენდანტზე – შემსუბუქებას რეკომენდაციას ვერ გავუწვეთ