ბოტკოველი – ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან კონკრეტული და მწარე კითხვები, რომელზეც პრემიერს პასუხის გაცემა მოუწევს

ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან კონკრეტული და მწარე კითხვები, რომელზეც პრემიერ-მინისტრს პასუხის გაცემა მოუწევს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა პარლამენტში პრემიერის წლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, მთავრობაში მიაჩნიათ, რომ მათი მთავარი მაკონტროლებელი არის ბიძინა ივანიშვილი და მხოლოდ მისი ნება-სურვილის შესაბამისად უნდა იმოქმედონ.

„დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრს და მთლიანად, მთავრობას ნაკლებად აქვს გათავისუბული ის, რომ საქართველოს პარლამენტი არის მაკონტროლებელი ორგანო, მათ შინაგანი რწმენა გააჩნიათ, რომ მათი მაკონტროლებელი არის ბიძინა ივანიშვილი და მხოლოდ მისი ნება-სურვილის, განკარგულების შესაბამისად უნდა იმოქმედოს საქართველოს მთავრობამ.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან ბევრი კონკრეტული კითხვა დასმული პრემიერის მიმართ, მთავარი არის ერთი – რატომ ხდება, რომ ბოლო 9 წელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ყოფა გაუმჯობესდეს. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, გამდიდრებულ ჩინოვნიკებს, გამდიდრებულ „კლანის“ წარმომადგენლებს, „კლანურ“ სასამართლოს და ყველაფერს იმისთვის, რომ მორგებული იყოს ყველა სახელმწიფო სისტემა მხოლოდ ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილზე. ამიტომ, ჩვენ მხრიდან იქნება ძალიან კონკრეტული და მწარე კითხვები, რომელზეც პრემიერ-მინისტრს პასუხის გაცემა მოუწევს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

banner
წინა სტატიაშიNCDC – მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – ხელისუფლება შეიცვლება, „ოცნება“ 43%-ს ვერ დააგროვებს