“ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზები იქნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს”

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ის 4 ჰექტარი მიწის ფართობი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა სხვა ტერიტორიაში გაცვალა, უვარგისია. ამის მიზეზად კი ელექტროგადამცემი ხაზები დასახელდა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე გადის და შესაბამისად, ეს მიწის ფართობი უსაფრთხო არ არის.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეხმაურება. ვიცე პრემიერი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

„რაც შეეხება ელექტროგადამცემ ხაზებს, არ ვიცი რატომ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში. ეს არის ბოტანიკური ბაღის ტერიტორია და იქ ელექტროგადამცემი ხაზები იქნება თუ არა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მშენებლობა ვერ განხორციელდება. ის, რომ ლამაზად განაშენიანებული ბუნება იყოს ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ, ამისთვის ელექტროგადამცემი ხაზები საშიში არ არის. ისინი საშიშია, თუ მის ქვეშ სახლი შენდება. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სახლი ვერ აშენდება, იმიტომ რომ დღეს იქ არის განაშენიანებული ტყე და ბევრი ნარგავია დარგული, რაც მგონია, ამ ტერიტორიას პირიქით, ღირებულებას მატებს და არ აკლებს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ მიზნად დაასახელა
შემდეგი სტატიაჩანაწერების 10% მაინც,რომელიც ჩემს ხელთ მოხვედრილა ზაზა გაბედავას გამოგზავნილია-ელისო კილაძე(ვიდეო)