“ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მე მაქვს შეკითხვები „ნაციონალურ მოძრაობასთან”

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრს ჯაბა სამუშიას ბოტანიკური ბაღის ტერიტორიასთან დაკავშირებით კითხვები არა მერთან, არამედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქვს და განმარტავს, რომ პარტია ბაღის კუთვნილი ტერიტორიის გასხვისებას აპირებდა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს.

“ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მე მაქვს შეკითხვები „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუ როგორ აპირებდა თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ ბოტანიკური ბაღის მნიშვნელოვანი ნაწილის გასხვისებას და როგორ ამზადებდნენ. ეს დოკუმენტები არსებობს. ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, ვითომდა თავდასხმის რეჟიმში გადავიდა. ბოტანიკური ბაღი თუ გადარჩა, გადარჩა იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც 2000 წელს დაიდო „ქართუსა“ და ბოტანიკურ ბაღს შორის. ეს დოკუმენტები გამოვა სააშკარაოზე“, – განაცხადა სამუშიამ.

banner
წინა სტატიაშიქალაქის იერსახის დამახინჯების გამო დაკავებული სამი პირი, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა
შემდეგი სტატია320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება