ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ რვა პირი დააკავეს

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ რვა პირი დააკავეს.

ისინი წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ბრალს კი, ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლითა და 353-ე მუხლებით ედებათ, რაც მასობრივ არეულობას და პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან/და საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლებებთან დაკავშირებით დაკავებულ ექვს პირს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა, ერთი არასრულწლოვანი კი, 3000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში თბილისის კერძო სკოლები ჩაერთნენ
შემდეგი სტატიაელისო კილაძე მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს ხვდება