ბოსნიაში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო 11 ადამიანი დააკავეს

ბოსნიაში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო 11 ადამიანი დააკავეს

ბოსნიაში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო 11 ადამიანი დააკავესბოსნიის პოლიციამ 11 ადამიანი ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო დააკავა.
ყველა მათგანი სარაევოში იქნა დაჭერილი. დაკავებულები ტერორიზმში, ტერორისტული საქმიანობის დაფინანსებასა და ისლამური სახელმწიფოსთვის ბოევიკების მოგროვებაში არიან ბრალდებული. რეიდების დროს ამოღებულ იქნა უამრავი დამამტკიცებელი საბუთი. ოპერაციაში სულ 100 სამართალდამცავი მონაწილეობდა.

რეიდი საეარვოში ნოემბერში მომხდარი ტერაქტის ფარგლებში მიმდინარეობს, როცა 19 ნოემბერს ავტომატით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი ჯარისკაცი მოკლა, შემდეგ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა, რომლის დროსაც ორი მგზავრი და მძღოლი გარდაიცვალნენ, შემდეგ დაბრუნდა სახლში და თავი აიფეთქა.
ბოსნია-ჰერცოგოვინას პრემიერ-მინისტრმა დენის ზვიზდიჩმა მომხდარს “სახელმწიფოს ხელყოფა” უწოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმკვლელი ისლამისტი იყო.

banner
წინა სტატიაშიდანიის პრინცი ავსტრალიის ნაპირზე გადაარჩინეს
შემდეგი სტატიაუკრაინა და ისრაელი 2016 წელს ვაჭრობის თავისუფალ ზონას შექმნიან