ბოსნიასა და ხორვატიაში წყალდიდობაა (ფოტო)

ბოსნიასა და ხორვატიაში წყალდიდობაა – მდინარეები კალაპოტიდან გადავიდნენ და დატბორეს გზები და სახლები – Associated Press-ი წერს. სამშაბათს, 14 მაისს ბოსნიის ჩრდილოეთ ნაწილში, რამდენიმე ადგილას საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივებს, რომლებიც მდინარეებთან ახლოს ცხოვრობენ, მთავრობამ სახლების დატოვებისკენ მოუწოდა. სკოლებში შეწყვეტილია სწავლის პროცესი. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ადგილობრივები შიშობენ 2014 წლის წყალდიდობა არ განმეორდეს, რომელმაც რეგიონი დააცარიელა. მაშინ ათობით ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება – საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ დავით გარეჯის საკითხზე ნებისმიერი სახის პროვოკაცია მიუღებელია
შემდეგი სტატიაბრიტანეთის მთავრობა Brexit-ის შესახებ შეთანხმების მიღებას ივლისამდე გეგმავს