ბოსნია-ჰერცეგოვინის მთავრობამ “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტი ასამბლეის დღის წესრიგში იყო, მაგრამ გუშინ, ვიცე-პრემიერმა, დეპუტატებს აცნობა, რომ მთავრობამ კანონპროექტი საპარლამენტო პროცედურებიდან ამოიღო. ბოსნიელი სერბების ვიცე-პრემიერს გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუკონკრეტებია.
კანონპროექტი პრორუსული ბოსნიელი სერბების ლიდერის, მილორად დოდიკის მიერ იყო წარმოდგენილი.