ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოს და სერბეთს NATO-ში შეათრევენ – ლუკაშენკო

არავინ ჩვენი ტერიტორიიდან არასდროს შეუტევს უკრაინას

„კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ გაიზრდება“ – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი და ამბობს, რომ ნატოს გაფართოება გაგრძელდება და აშშ და მისი მოკავშირეები ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოს და სერბეთს ნატოში “შეათრევენ”.

ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ ნატოს გაფართოებას. მათთვის მდგომარეობა უფრო მეტად ხელსაყრელია. გულწრფელად ვიტყვი, ზედმეტი დიპლომატიის გარეშე: თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი გადაიქცა აშშ-ს მოქალაქედ. ეჭვგარეშეა, ვისი პოლიტიკა, ვისი ინტერესები დომინირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე…

ფინეთის, ახლა კი შვედეთის ნატოში შესვლა აღმოსავლეთით გაფართოების შემდეგი ეტაპია. ისინი ალიანსში ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოს და სერბეთს შეათრევენ და ეს ყველაფერი უკრაინის სცენარის მიხედვით იქნება“, – განაცხადა ლუკაშენკომ სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიგთხოვთ გაუგზავნოთ მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი-მაკრონის გუნდის წევრის მიმართვა EU-ს ხელმძღვანელობას
შემდეგი სტატიაადგილი აქვს დროებით სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას-სააგენტო ადიგენზე