ბოროტმოქმედი იგივე ადამიანია, რომელმაც აეროპორტში მისვლამდე პოლოციელი დაჭრა

პარიზში, ორლის აეროპორტში რამდენიმე საათის წინ მომხდარი თავდასხმა ქალაქის ჩრდილოეთით სროლასთან არის დაკავშირებული. ბოროტმოქმედი იგივე ადამიანია, რომელმაც აეროპორტში მისვლამდე პოლოციელი დაჭრა – France-24 პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უცნობმა პირმა პარიზის ჩრდილოეთით დღეს დილით ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც მისი მანქანა პოლიციელებმა გააჩერეს. მამაკაცმა დოკუმენტები აჩვენა პოლიციის ოფოცერს, შემდეგ კი იარაღი ამოიღო და ესროლა. შედეგად თანამშრომელი დაიჭრა, დამნაშავე კი მიიმალა.

მოგვიანებით იგივე მამაკაცი პარიზის ორლის აეროპორტში დახვრიტეს. მან სამხედრო პირს იარაღი ჩამოგლიჯა.შემთხევის შემდეგ სამხრეთ ტერმინალიდან ხალხის ნაწილობრივი ევაკუაცია მოხდა. ჩამოფრენილი თვითმფრინავებიდან მგზავრებს სალონის დატოვების უფლება არ მისცეს. მიმდინარე მომენტში აეროპორტში გამნაღმველები მუშაობენ, რომლებიც შენობას ჩხრეკენ. პარალელურად, ბოროტმოქმედის შესაძლო თანამზრახველების ძებნა მიმდინარეობს.

სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სამხედრო მოსამსახურეებს მიუახლოვდა, რომლებიც შენობაში პატრულირებდნენ, ერთ-ერთ მათგანს იარაღი ჩამოგლიჯა და მაღაზიაში დამალვას შეეცადა. სხვა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს. თავდამსხმელი მოკლეს. ჯერჯერობით დანაშაულის მოტივი არ ვრცელდება, ასევე, უცნობია მამაკაცის ვინაობა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიდიდი სირცხვილი და სიგიჟეა-რას წერს ზვიად კვაჭანტირაძე პრეზიდენტის ქალიშვილზე
შემდეგი სტატიაბათუმში თურქეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს