ბოროტმოქმედები დიდი ბრიტანეთის პრემიერის მკვლელობას გეგმავდნენ

დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გახსნეს შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა პრემიერ–მინისტრ ტერეზა მეის მკვლელობას. ამის შესახებ იუწყება სააგენტო “Reuters” “Sky News-ზე დაყრდნობით.
პოლიციამ დაადგინა, რომ ბოროტმოქმედები გეგმავდნენ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას დაუნინგ–სტრიტზე, პრემიერის რეზიდენციაში. აფეთქების შედეგად შექმნილი ქაოსის დროს კი იგეგმებოდა ტერეზა მეიზე თავდასხმა და მკვლელობა.
ამ შეთქმულების გახსნაზე რამდენიმე კვირა მუშაობდნენ სკოტლანდ–იარდის კრიმინალისტები და უესტ– მიდლენსის პოლიციელები.

banner
წინა სტატიაშიტროტუარებზე ავტომობილების პარკირების კიდევ 101 ადგილი გაუქმდა
შემდეგი სტატია,,შანსი გაქვთ, მთავრობას პოლიტიკურად ყური აუწიოთ, ან საბოლოოდ დანებდეთ”