“ბორჯომთან” დაკავშირებით გვითხარით “ის სასიამოვნო ინფორმაცია” – რა პირობებით, რა პერიოდით გადაეცემა სახელმწიფოს და რა მოხდება სანქციერების დასრულების შემდეგ? – სამნიძე

“ბორჯომთან” დაკავშირებით გვითხარით “ის სასიამოვნო ინფორმაცია” – რა პირობებით, რა პერიოდით გადაეცემა სახელმწიფოს და რა მოხდება სანქციერების დასრულების შემდეგ?, – ასე მიმართა “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.სამნიძემ, პრემიერს მოუწოდა, დასკვნითი სიტყვის დროს “ბორჯომთან” დაკავშირებით ისაუბროს თუ რა ნაწილზეა საუბარი, რა ფორმით, რა პირობებით, რა პერიოდით, რა ხდება შემდეგ როდესაც სანქციების პერიოდი დასრულდება.

“ბატონო პრემიერო, თქვენ 30 აპრილს განაცხადეთ, რომ სასიამოვნო ინფორმაცია გაქვთ ჩვენი მოსახლეობისთვის და ძალიან მალე მათ გაახარებთ კონკრეტული ინფორმაციით. ამის შემდეგ, ძალიან მალე, 19 მაისს “ბორჯომის” საკითხთან დაკავშირებით მოვისმინეთ განცხადება, რომ მფლობელი კომპანია მზად არის მთავრობას უსასყიდლოდ გადმოსცეს წილი. ამის შემდეგ, ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. ხომ არ გადაეცემა სანქცირებული პიროვნების მხრიდან ეს წილები საქართველოს მთავრობას, ასე მოხდება სანქციებისგან თავის აცილება და შემდეგ ისევ ამ მფლობელს, რუს ოლიგარქს დაუბრუნდება?

თუ შეიძლება კონკრეტულად გვითხარით თქვენი დასკვნითი სიტყვის დროს “ბორჯომთან” დაკავშირებული “ის სასიამოვნო ინფორმაცია”, ისევ თქვენ ციტატას გავიმეორებ, რომელიც საზოგადოებას ამცნეთ – რა ნაწილზეა საუბარი, რა ფორმით, რა პირობებით, რა პერიოდით, რა ხდება შემდეგ როდესაც სანქციების პერიოდი დასრულდება ან თუ გაქვთ ხედვა, მეტი ინფორმაცია გვითხარით. ეს საკითხი არ ეხება მხოლოდ კომპანიაში მომუშავე თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, ყველას გვაინტერესებს და უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც განაცხადეთ, რომ მიმდინარეობს საკითხის ეკონომიკის სამინისტროში განხილვა და თქვენც განაცხადეთ, რომ უფრო მეტს გვეტყვით ამის თაობაზე”, – განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინული ჯარები ქალაქ ლიმანის ნაწილებზე კონტროლის შესანარჩუნებლად იბრძვიან
შემდეგი სტატიათუ პუტინი გაიმარჯვებს, თავს დაცულად ვერასდროს ვიგრძნობთ – ლიზ ტრასი