ეკონომიკის სამინისტროში შშმ პირებისთვის ბორჯომში დღის ცენტრის მშენებლობის პრეზენტაცია გაიმართება

ბორჯომში შშმ პირებისთვის დღის ცენტრის მშენებლობის პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართება.

აღნიშნული დღის ცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 64 შშმ ბავშვს და მათ ოჯახებს დაეხმარება სოციალურ რეაბილიტაციასა და საზოგადოებასთან მათი ინტეგრაციის პროცესში.

სერვისების შექმნაში ორგანიზაციას მხარდაჭერას უცხადებენ დონორი ორგანიზაციები: გაეროს ბავშვთა ფონდი – UNICEF, რომელიც ჩართული იქნება ფართის სარეკონსტრუქციო და აღჭურვით სამუშაოებში, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის – MAC დღის ცენტრს დაეხმარება კადრების გადამზადებაში, ხოლო ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დააფინანსებს სარემონტო სამუშაოების ნაწილს.

ა(ა)იპ “ერთად რეალური ცვლილებებისათვის” ორგანიზაციის საქმიანობა უკავშირდება საქართველოს რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახების გაძლიერებას და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან სოციალური სერვისების შექმნის საკითხებში. ისინი არაერთი წელია მუშაობენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებთან.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ა(ა)იპ “ერთად რეალური ცვლილებებისათვის” 20 წლის ვადით სარგებლობაში გადასცა ქ. ბორჯომში, დ. აღმაშენებელის ქ. №31-ში, პირველ სართულზე მდებარე 567.09 კვ.მ. ფართი”.

banner
წინა სტატიაშიალმა-ატაში შეიარაღებულ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაერევანში, მძევლად აყვანილი პოლიციელებიდან ერთ-ერთი გაათავისუფლეს