ბორჯომში მიმდინარეობს გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ბორჯომში, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ სახლებსა და ქუჩებში სამაშველო, გაწმენდით და ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებენ.

გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ბორჯომი-წაღვერის და ბორჯომი-სადგერი-ცემი-ტბის მიმართულებით, სადაც ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და გზა ჩახერგა. შსს-ს თანამშრომლებმა ბორჯომის ცენტრალური პარკიდან და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გოგირდის აბანოებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.

ბორჯომში მობილიზებულ იქნა დამატებითი საპოლიციო და სამაშველო ჯგუფები ახალციხიდან. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, 170-ზე მეტ შეტყობინებაზე მოახდინეს ოპერატიული რეაგირება.

ავტომობილების გადაადგილებას საპატრულო ეკიპაჟები არეგულირებენ.

banner
წინა სტატიაშიმედია დემი მურისა და ბრიტანელი პრინცის რომანზე წერს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე:სინქრონულად ამოქმედდა საქართველოში რუსული აგენტურა