ბორჯომში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა

ორჯომის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ გუჯარეთის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 11 მ3 წიფლის სახეობის ერთ მეტრამდე სიგრძის დაჭრილი ხე- ტყე იყო განთავსებული.

მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 128-ე ორი პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2 000 ლარის ოდენობით” – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისატვირთო მანქანების მძღოლების მიერ ფინანსთა მინისტრისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა