ბორჯომში გადაბრუნდა მიკროავტობუსი, რომელშიც 14-მდე მგზავრი იმყოფებოდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, ახალციხე-თბილისის ე.წ. სამარშრუტო ტაქსიში 14-მდე ადამიანი იმყოფებოდა, არსებული ცნობით, არიან დაშავებულებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის
შემდეგი სტატიაპარლამენტის წევრები, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური და ანა ნაცვლიშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ