ბორჯომში ბებიას და შვილიშვილებს მანქანა დაეჯახა

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე სამ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევა ე.წ. “მარადიულ ცეცხლთან” მოხდა.

სამივე დაშავებული ბორჯომის ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. კლინიკაში ამბობენ, რომ 67 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა. 10 და 7 წლის ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.

„ერთს ბავშვს ტვინის შერყევა აქვს და სტაციონარში მოვათავსეთ, მეორე კარგადაა და გაეწერება. ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ, პოლიტრავმა აქვს, საკმაოდ მძიმეა მდგომარეობა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვება, გადავიყვანთ თუ არა თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში“, – გვითხრა დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ.

შსს-მ გამოძიება სისლხის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

banner
წინა სტატიაშიხალხს მოუწევს, თვითონ დაიცვას თავისი უფლებები, მათ შორის აჯანყებით – ვასაძის თანამოაზრეების ადვოკატები
შემდეგი სტატიავინც აპირებს მარშში მონაწილეობას ვეტყვით, რომ რიკსები არსებობს და ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან თუ არა მზად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის – ბოლქვაძე