ბორჯომში არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

თვითმმართველი თემის ბორჯომის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში, ბორჯომის 36-ე ოლქის 30 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაგვიანების გარეშე, ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო.

როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, პროცესი მშვიდ ვითარებაში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

26 529-მა რეგისტრირებულმა მოქალაქემ არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. ბორჯომის მერობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსიდან“ ზაზა ჩაჩანიძე იბრძვიან.

banner
წინა სტატიაშიცესკოში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
შემდეგი სტატიაოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს