ბორჯომში არ წვიმს- ბოლო ინფორმაცია რეგიონიდან

news
: news აგვისტო 5, 2016 02:16

ბორჯომში არ წვიმს- ბოლო ინფორმაცია რეგიონიდან

67172849ძლიერი წვიმისა და სეტყვის შემდეგ ბორჯომში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალისტები ამ დრომდე ცდილობენ, ქვაღორღისგან და წაქცეული ხეებისგან ბორჯომი-ბაკურიანის დამაკავშირებელი გზის გაწმენდას.

აღნიშნული გზა ჩამოცვენილმა ქვაღორღმა დაბა წაღვერთან ჩაკეტა, ხოლო ე.წ. პლატოსთან წაქცეული ხეების გამო ავტომობილები გზაზე გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

გარე სამყაროს არის მოწყვეტილი სოფელი სადგერი.

ბორჯომს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავებულია ერთი მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბორჯომში იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წევრები და ადგილზე ეცნობიან ვითარებას.

სტიქიის ზონაში მუშაობენ, სამაშველო-სახანძრო სამსახურის თანამშრომლები, მიმდინარეობს ქალაქში რუსთაველისა და მესხეთის ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე ხდება დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა.

news
: news აგვისტო 5, 2016 02:16

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


12,288
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics