ბორჯომში 37 წლის ქალს მეუღლემ ცივი იარაღით 16 ჭრილობა მიაყენა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 37 წლის ქალი მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა. ახალგაზრდა ქალს სხეულის სხვადასხვა არეში 16 ჭრილობა აქვს მიყენებული. მიყენებული დაზიანებებით ქალი ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალში“ მოათავსეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ განუცხადა, პაციენტის ჩაუტარდა ოპერაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

„პაციენტი ამ დროისთვის პოსტოპერაციულ განყოფილებაში იმყოფება. სხეულზე 16 ჭრილობა აქვს მიყენებული, დაზიანებული აქვს სხვადასხვა ორგანოები, ფილტვი, თირკმელი და გულ-მკერდის არე. ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი კონტაქტურია“,- განაცხადა ირაკლი დიასამიძემ.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთს სურს, რუსულ ნავთობზე ევროკავშირის მიერ ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, მასზე გამონაკლისი გავრცელდეს
შემდეგი სტატიაგერმანიის ფინანსთა მინისტრი – ლავროვის ანტისემიტური გამონათქვამები უპატიებელი სკანდალია