“ბორჯომობა 2016” ხვალ აღინიშნება

“ბორჯომობის“ ტრადიციული სახალხო დღესასწაული წელს 13 აგვისტოს აღინიშნება. როგორც ”თაიმერს” ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ქალაქში სამზადისი უკვე დაწყებულია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ამ დღესთან დაკავშირებით, ბორჯომში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები ჩატარდება.

მოეწყობა კულინარიული და ეთნოგრაფიული კუთხეების, ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გაიმართება ფოლკლორული კონცერტი, თოჯინების თეატრი კი, პატარებს სპექტაკლზე უმასპინძლებს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება გალა-კონცერტი, სადაც ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები და ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსმენელისათვის იმღერებენ „ქუჩის ბიჭები“, „ფორტე“, „მგზავრები“, აჩიკო მეფარიძე, აჩიკო ნიჟარაძე და ნეკა სებისკვერაძე.

„ბორჯომობა 2016“ პროგრამის შემადგენელი ნაწილი იქნება მკლავჭიდი, ქართული ჭიდაობა, ჭადრაკი, ნარდი, ქართული თამაშები, მშვილდოსნობა, სამჭიდი, ქვაჭილდაობა, შუბოსნობა.

გამგებლის მტკიცებით, წლევანდელი „ბორჯომობა“ როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი იქნება.

„ბორჯომობა 2016“-ს გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. აღწერის თანახმად, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 3 966 ქართველი ცხოვრობს
შემდეგი სტატიაზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი გატეხეს