ბორჯომის საკურორტო-სააგარაკო მიწებს ადგილობრივი ხელისუფლება უკანონოდ იფორმებს

boejomiბორჯომის საკრებულოს წევრი, ლეიბორისტული პარტიიდან გიორგი გიუაშვილი პროკურატურისგან მოითხოვს ბორჯომის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩონოსნების შესაძლო კანონდაღვევის ფაქტების გამოძიებას.
გიუაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე წინასწარ არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ სერიოზულ კანონდაღვევებზეა საუბარი.
” ქართული ოცნების უსაქმური ხელისუფლების დამსახურებით, ჩვენი სახელმწოფო ბრუნდება შევარდნაძის დროინდელ კორუმპირებულ ქვეყანაში. სამცხე-ჯავახეთი, კონკრეტულად ბორჯომი, კორუფციის ჭაობია. მივმართავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს, დაინტერესდეს ბორჯომის სუსის უფროსის საქმიანობით, თუ როგორ ჩუქნიან მის უახლოეს ოჯახის წევრებს ბორჯომში, ათასობით კვადრატულ მეტრ საკურორტო-სააგარაკო მიწის ნაკვეთებს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხემძღვანელ პირებს არ ჰყოფნით 180 პროცენტიანი პრემიები, დანამატები და გადასულები არიან სხვადსხვა უკანონო გზებით, სახელმწიფო მიწების უკანონო დარეგისტრირება – დატაცებაზე”. – განაცხადა გიუაშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გიორგი გიუაშვილი დღესვე მიმართავს საქართველოს პროკურატურას.

banner
წინა სტატიაშიკახი კახიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმებას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას რუსეთი აპირებს