ბორჯომის ხეობაში წყლიდან ამოყვანილი ვერტმფრენი თბილისში ექსპერტიზაზე გადმოაქვთ

ბორჯომის ხეობაში წყლიდან ამოყვანილი ვერტმფრენი ამ წუთებში თბილისში ექსპერტიზისთვის გადმოაქვთ.

სპეციალურ მანქანაზე განთავსებული დაზიანებული საჰაერო ტრანსპორტი ამჟამად გორში იმყოფება. MI-8-ს წყლიდან ამოღების სამუშაოებს თითქმის ორი დღე დასჭირდა.

რა გახდა ინციდენტის მიზეზი ან რამდენით იზარალა სახელმწიფომ ვერტმფრენის ჩამოვარდნით, ჯერჯერობით უცნობია.

გამოიკითხნენ ეკიპაჟის წევრებიც. თუმცა დეტალები არ ვრცელდება.

გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან – დაშავებულია სამი ადამიანი
შემდეგი სტატიაახალციხის გამგებლის ინფორმაციით, სოფელ სვირის მიმდებარედ ხანძარი დაახლოებით ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული