ბორჯომის ხეობაში ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა, რამდენიმე კასრი აღმოაჩინეს

ბორჯომის ხეობაში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. მიზეზი რამდენიმე კასრის აღმოჩენა გახდა. კასრები ადგილობრივმა მოსახლეობამ იპოვა და პოლიცია გამოიძახა.

ეს ის ტერიტორიაა, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.

თვითმხილველთა ნაწილი ამბობს, რომ შესაძლოა სასაფლაოზე კასრებით წყალი აიტანეს, თუმცა სამართალდამცველები ტერიტორიას მაინც ამოწმებენ.

banner
წინა სტატიაშიმახათას მთაზე ბალახებს ცეცხლი გაუჩნდა-ადგილზეა 10 მეხანძრე-მაშველი
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-,,ოცნების,, საარჩევნო კანდიდატები ჩხოროწყუში