ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ბენზინით სავსე 20-ლიტრიანი ბიდონი იპოვეს

ბორჯომის ტყეში, სტიქიის ზონაში ბენზინით სავსე 20-ლიტრიანი ბიდონი იპოვეს, – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, ფაქტის გამოძიება ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ხანძრის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდება.

მომხდარის შესახებ დამატებით კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკეთებენ.

ფოტო სოციალური ქსელის მომხმარებელმა გაავრცელა, რომელიც, როგორც თავად წერს, ამ წუთებში ბორჯომის პოლიციაში ჩვენების მისაცემად იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიწაღვერის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გავრცელების არეალი შემცირებულია