ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობა განახლდა – სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 16, 2019 10:14

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობა განახლდა – სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა – სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

180-მდე მეხანძრე-მაშველი და მეტყევე სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ცეცხლს გვიან ღამემდე აქრობდა. ღამითვე მოხერხდა ორივე კერის ლოკალიზება. ხანძრის კერების გავრცელების თავიდან ასაცილებლად მაშველები და მეხანძრეები ადგილზე მთელი ღამე დარჩნენ.

“112”-ში ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის შესახებ შეტყობინება გუშინ შევიდა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 16, 2019 10:14

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


6,751
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics