ბორჯომის ხეობაში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

region
: region ივნისი 12, 2019 16:54

ბორჯომის ხეობაში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომის ხეობაში გარემოს ზედამხედველობის
დეპარტამენტის თანამშრომლების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების
ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო
ღონისძიებების შედეგად, ბორჯომის ხეობაში გარემოს ზედამხედველობის
დეპარტამენტის თანამშრომლების დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, 3 პირი: 1992
წელს დაბადებული გ. ა., 1990 წელს დაბადებული ვ.კ. და 1990 წელს დაბადებული
გ.მ. დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლები: 1988 წელს დაბადებული ს.პ., 1989 წელს დაბადებული ბ.ვ. და
1985 წელს დაბადებული დ.თ. ბორჯომის რაიონის სოფელ ლიბანის ტერიტორიაზე
სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც შეხვდათ სამი
პირი. ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება, გადაიზარდა ფიზიკურ
დაპირისპირებაში.

გ.ა.-მ ფიზიკური დაპირისპირების დროს დანის გამოყენებით დაჭრა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი, რომლებიც
გადაყვანილი იქნენ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების,
ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის
ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“
ქვეპუნქტებით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

region
: region ივნისი 12, 2019 16:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,288
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics