ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ერთი ქართული ვერტმფრენი ჩაერთვება

ამ დრომდე ბორჯომში იმყოფებიან საქართველოს პრემიერი და მთავრობის წევრები, ხანძართან დაკავშირებით ადგილზე შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგძრობს.

ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ორი – ქართული და აზერბაიჯანული ვერტმფრენი მონაწილეობს.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ამ ეტაპისთვის მხოლოდ ქართული ვერტფრენი მონაწილეობს. ზურაბ ალავიძის ინფომრაციით, დღის განმავლობაში ქრობით სამუშაოებში კიდევ ერთი ქართული, ერთი თურქული და ერთიც აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება.

ოფიციალური მონაცემებით ამ დროისთვის ტერიტორიაზე 500-მდე მაშველი იმყოფება.

საგანგებო შტაბის წევრები აცხადებენ, რომ დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

„ამ წუთში მუშაობს ორი ვერტმფრენი, ორი ვერტმფრენი თურქეთიდან არის გზაში და შუადღეზე ჩამოვლენ. 9:00 საათზე თბილისიდან მესამე ვერტმფრენიც აფრინდება ჩვენი მონაცემებით.

“ორი გავრცელების კერა გვაქვს, ერთი წაღვერის მიმართულებით და მეორე ქვემოთ ბორჯომის მიმართულებით. ტექნიკა მუშაობს, სახანძრო მანქანები ასულები არიან, გზა გავიყვანეთ, ცოცხალი ძალა ადგილზეა. მიმდინარეობს ხეების ჩაჭრა იქ სადაც საჭიროა, რომ ხანძარი არ გავრცელდეს,“-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

სოფელ დაბაში იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრიც.

დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის უსაფრთხოებაა. განუწყვეტლივ ხდება რისკების შეფასება და არსებობს სრული მზადყოფნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტიქიის ზონაში იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილი არსებულ ვითარებას ვერტმფრენის მეშვეობით ეცნობა.

banner
წინა სტატიაშიხანძარს წაღვერის ტყეში მეხანძრე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ
შემდეგი სტატიასაგანგებო შტაბში თათბირი გვიან ღამემდე გაგრძელდა