ბორჯომის ერთ-ერთ უბანზე გადასატან ყუთში 3 ცარიელი კონვერტი აღმოჩნდა

ბორჯომოს 25-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის თამარ ყიფიანის განცხადებით, გადასატან ყუთში კომისიის წევრს შემთხვევით სამი ცალი, ცარიელი კონვერტი ჩაუვარდა.

“შემთხვევით ჩაუცურდა სამი ცალი, ცარიელი კონვერტიდა დაიწერა ახსნა განმარტება,”- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ. ამ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2 საჩივარი დაწერეს.

ბორჯომში მეორე ტურში ერთმანეთს ქართული ოცნება და პატრიოტთა ალიანსი უპირისპირდებიან.

ქართული ოცნების კანდიდატმა ლევან ლიპარტიანმა და ოატრიოტთა ალიანსი წევრმა ზაზა ჩაჩანიძემ პირველ ტურში თითქმის თანაბარი შედეგი აჩვენეს.

დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში მიმდინარეობს. მეორე ტური ტარდება: ქუთაისში,ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ყაზბეგსა და მარტვილში.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიუბნების გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, თუმცა, რამდენიმე პროცედურული ხასიათის ხარვეზი დაფიქსირდა – ”სამართლიანი არჩევნები“
შემდეგი სტატიაარჩევნების მეორე ტური ქუთაისში – ამ დროისთვის საარჩევნო ოლქში ორი საჩივარია დაწერილი