ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე მეწყერი ჩამოწვა

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასების ჩამოშლამ სოფელ დაბასთან მისასვლელი გზა ჩახერგა. მომხდარის გამო  ,,კუკუშკამ” კი მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვეღარ შეძლო. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს. ,,თაიმერი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. შეფერხების გამო, ბორჯომიდან 07:15-ზე გასულმა ,,კუკუშკამ“ მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერის გამომწვევი მიზეზი წყლის მილი გახდა, რომელმაც წყალი ვერ გაატარა და ნიადაგი ფერდობზე ჩამოიშალა. ლიანდაგი მეწყრული მასით არის დაფარული. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობა კი რამდენიმე დღეში, სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება. საქართველოს რკინიგზა შეფერხების გამო, მგზავრებს ბოდიშს უხდის”-ნათქვამია საქართელოს რკინიგზის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივიქნებით თანმიმდევრული ევროინტეგრაციის გზაზე, გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, რათა უზრუნველვყოთ პროცესის მეტი სისტემურობა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – სიღარიბის დაძლევა გადის მცირე ბიზნესის წახალისებაზე