ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე კუკუშკამ მოძრაობა განაახლა

დღეს, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე კუკუშკამ მოძრაობა განაახლა. ამის შესახებ ,,თაიმერს” საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს.

,,პირველი რეისი დილის 7:15 წუთზე შესრულდა. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს მიწის მასებისოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა, რისგამოც კუკუშკის გადაადგილება შეფერხდა. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. ლიანდაგის მეწყერული მასისაგან გაწმენდით სამუშაოებს რკინიგზის შვილობილიკომპანია ,,GR ბორჯომი – ბაკურიანი“ რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურადაწარმოებდა. დღეს, კუკუშკით ბორჯომიდან ბაკურიანში ქართველებთან ერთად უცხოელმატურისტებმაც იმგზავრეს”- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ნოზაძის განცხადებით, თამთა ჯანჯღავასთან კონფლიქტი ნარკოტიკებს არ უკავშირდებოდა და დაპირისპირება იმის გამო მოხდა, რომ ჯანჯღავას ვალი ვერ დაუბრუნა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეტ რუდს შეხვდა