ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამი პირია დაკავებული

უჯარმასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის მცირეწლოვანი ბავშვია

ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამი პირია დაკავებული, – ამის შესახებ “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ერთი მათგანი განზრახ მკვლელობისთვის არის დაკავებული, ორი კი ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისთვის.

ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი დღეს იპოვეს. მამაკაცი სავარაუდოდ ნაჯახით თავის არეში მიყენებული ჭრილობით დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია
შემდეგი სტატიაჩრდილოატლანტიკური მისწრაფება არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი