,,ბორჯღალოსნებმა” მეტოქე 38:9 დაამარცხეს

საქართველო-რუმინეთის მატჩი “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით დასრულდა. მატჩის პირველი ტაიმი ქართველი მორაგბეების გამარჯვებით 19:9 დასრულდა, მეორე ტაიმი კი – 38:9.

მატჩი “დინამო არენაზე” გაიმართა.

მატჩის გამარჯვებულს ერთა თასთან ერთად ანთიმოზ ივერიელის თასიც გადაეცა, რომელიც საქართველოს და რუმინეთის დაპირისპირების დროს ტრადიციულად თამაშდება.

აქამდე საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებმა ერთმანეთთან 19-ჯერ ითამაშეს. ათი მატჩი “ბორჯღალოსნებმა” მოიგეს, რვა რუმინელებმა და ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიმაკა ასათიანი: ამ დრომდე მიმაჩნდა, რომ დიალოგის დრომ გაიარა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილმა ფარულ-კადრებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა