ბორჯღალოსნები რუმინელებს დაუპირისპირდებიან

დღეს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ბორჯღალოსნები რუმინელ მორაგბეებს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა 16:00 საათზე, “დინამო არენაზე” გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია “იმედი” შემოგთავაზებთ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ფინალური შეხვედრისთვის 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

რუმინეთთან კვლავ ძირითად შემადგენლობაშია ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი, ხოლო სოსო მათიაშვილი კი ფრთაზე ითამაშებს.

“ბორჯღალოსნების”შემადგენლობა ასე გამოიყურება:

შერკინება:

1. ნარიაშვილი 2. მამუკაშვილი 3. ჩილაჩავა

4. ნემსაძე (კ) 5. ჭეიშვილი

6. თხილაიშვილი 7. კოლელიშვილი

8. ლომიძე

უკანა ხაზი:

9. ლობჟანიძე 10. ხმალაძე

12. კვესელაძე 13. კაჭარავა

11. მათიაშვილი 14. სიჭინავა

15. კვირიკაშვილი

მარქაფა: 16. ალხაზაშვილი, 17. ასიეშვილი, 18. მელიქიძე, 19. სუთიაშვილი, 20. გაჩეჩილაძე, 21. აფრასიძე, 22. მალაღურაძე, 23. თოდუა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ცხინვალმა საქართველოსთან ე.წ.საზღვარი დაკეტა
შემდეგი სტატიარუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია – კენჭს რვა კანდიდატი იყრის