11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ბორის პისტორიუსი: მოსალოდნელი იყო, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტს შეამცირებდა

“მოსალოდნელი იყო, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტს შეამცირებდა, მათ შორის გერმანიაში. ბოლო მონაცემებით, საუბარია დაახლოებით 5 000 სამხედროზე, მაშინ როცა გერმანიაში მთლიანობაში თითქმის 40 000 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული. ევროპამ უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები და მეტი პასუხისმგებლობა აიღოს უსაფრთხოებაზე. გერმანია ამ მიმართულებით სწორ გზაზე დგას”,_  აცხადებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი.

აშშ-ის პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეთმა გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის 5 000 ჯარისკაცით შემცირების ბრძანება გასცა. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, შონ პარნელმა განაცხადა. მანამდე კი, 30 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth social-ზე დაწერა: “შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში ჯარების შესაძლო შემცირებას; გადაწყვეტილება მიღებული იქნება უახლოეს პერიოდში”. მანამდე კი ტრამპმა მერცი ირანთან დაკავშირებული პოზიციის გამო გააკრიტიკა.

banner
წინა სტატიაშინატო-ს პრესსპიკერი: ეს ცვლილება ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ ევროპამ თავდაცვაში მეტი ინვესტირება გააგრძელოს
შემდეგი სტატიარომელი მსახიობები გაუშვეს მარჯანიშვილის თეატრიდან