ბორის ნადეჟდინის კანდიდატურას ერთ დღეში საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის 84-მა მოქალაქემ დაუჭირა მხარი

ბო­რის ნა­დეჟ­დინ­მა რუ­სე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მისი კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნის­თვის თბი­ლის­ში ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყო, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად რუსი პო­ლი­ტი­კო­სი ავ­რცე­ლებს.

“შე­გიძ­ლი­ათ ხელ­მო­წე­რა თბი­ლის­ში და­ტო­ვოთ. ჩვენ ვა­ფარ­თო­ვებთ ჩვენს გე­ოგ­რა­ფი­ას და თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი გვაქვს. მო­იწ­ვი­ეთ თქვე­ნი ნაც­ნო­ბე­ბი და მე­გობ­რე­ბი”, თან წა­ი­ღეთ თქვე­ნი შიდა რუ­სუ­ლი პას­პორ­ტი. გე­ლო­დე­ბით!“ – წერს ბო­რის ნა­დეჟ­დი­ნი “ტე­ლეგ­რა­მის“ არხზე.

რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის ნა­დეჟ­დინს 100 ათა­სი ხელ­მო­წე­რა სჭირ­დე­ბა. გუ­შინ, მან გა­ნა­ცხა­და, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით 11 ათას­ზე ცო­ტა­თი მეტი ხელ­მო­წე­რა შე­აგ­რო­ვა.

ცნო­ბის­თვის, ბო­რის ნა­დეჟ­დი­ნი კან­დი­და­ტად პარ­ტია “სა­მო­ქა­ლა­ქო ინი­ცი­ა­ტი­ვამ“ წა­რად­გი­ნა. ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი აცხა­დებს, რომ იგი უკ­რა­ი­ნა­ში ომს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მის დას­რუ­ლე­ბას აპი­რებს. ბორის ნადეჟდინის კანდიდატურას ერთ დღეში საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის 84-მა მოქალაქემ დაუჭირა მხარი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუ­სეთ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2024 წლის 17 მარტს გა­ი­მარ­თე­ბა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: ქართული ოცნება ემთხვევა უკვე ევროპულ ოცნებასაც და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიაუკრაინულმა დრონმა დიქტატორ პუტინის სასახლეს გადაუფრინა