ბორის ყურუას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

სუს-თან დღეს გამართულ აქციაზე დაკავებული “გირჩი – მეტი თავისუფლების” ერთ-ერთი წევრის, ბორის ყურუას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ინფორმაციას პარტია ავრცელებს და წერს, რომ დაკავების შემდეგ, ყურუა ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ის ზაჰესიდან უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.

“ბორის “ჩელე” ყურუა ამ დრომდე დაკავებულია და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ გვაძლვენ.

ის დღეს, სუს-თან, სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს და გადაიყვანეს შსს-ში, მოგვიანებით-ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში, რამდენიმე წუთის წინ კი ზაჰესიდან წაიყვანეს უცნობი მიმართულებით.

ედავებიან დაუმორჩილებლობასა და სამართალდამცავების შეურაცხყოფას, რაც აფსურდია, რადგან არანაირ შელაპარაკებას ადგილი არ ჰქონია.

ეს ყველაფერი იმის ილუსტრირებაა, რომ ქვეყანაში გვაქვს პოლიციური, სრულიად უსამართლო რეჟიმი”,-ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბაჩო დოლიძის მეუღლე: იქნებ, ოჯახის წევრებს გააგებინოთ სად გადაიყვანეს ჩემი ქმარი!!!
შემდეგი სტატიადაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლი – დენისოვა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე