ბორის ჯონსონს რუსი პრანკერები პაშინიანის სახელით ესაუბრნენ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი რუსი პრანკერების ალექსეი სტოლიაროვისა და ვლადიმირ კუზნეცოვის გათამაშების მსხვერპლი გახდა.

პრანკერები ცნობილი არიან, როგორც ლექსუსი და ვოვანი. მათ ჯონსონს სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ნიკოლა პაშინიანის სახელით დაურეკეს. საუბრის აუდიოჩანაწერი 8 მაისს “იუთუბზე” გამოქვეყნდა – Bloomberg-ის ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
ბრიტანეთის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ სატეელფონო საუბარი ნამდვილად შედგა.
“ქიმური იარაღის სოლსბერისა და სირიაში გამოქვეყნება სერიოზული საკითხია, ასევე, სომხეთში მიმდინარე მოვლენები. ეს ინფანტილური მოქმედებები აჩვენებს, რომ დამრეკავები არასერიოზულები არიან და იმასაც, თუ ვინ დგას მათ უკან” – ასეთი კომენტარი გააკეთეს ბრიტანეთის საგარეო უწყებაში. “თუკი ეს იყო იმის მცდელობა, რომ ჩვენ სასაცილეობი გამოვეყვანეთ, ეფექტი სრულიად საპირისპიროა” – ბორის ჯონსონის მოადგილემ ალან დანკანმა თქვა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, სევერიონ დანგაძე გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიააფხაზეთის სამ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება