ბორის ჯონსონს კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დააჯარიმებენ

გაერთიანებული სამეფო პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს გასულ წელს კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დააჯარიმებენ.

ამის შესახებ დაუნინგ-სტრიტის სპიკერმა ისაუბრა.

“პრემიერმინისტრმა და ხაზინის კანცლერმა (რიში სუნაკმა) დღეს მიიღეს შეტყობინება, რომ მეტროპოლიტენის პოლიცია მათზე ჯარიმების გაცემას აპირებს”. – თქვა სპიკერმა და აღნიშნა, რომ დამატებითი დეტალები ჯერ არ გააჩნიათ.

გასულ კვირაში პოლიციამ გამოაცხადა, რომ გასცემდნენ 50-ზე მეტ ჯარიმას. მათ ჯარიმები აქამდეც, მარტის ბოლოს გასცეს.

გაცემული ჯარიმები დაკავშირებულია ლოკდაუნის დროს მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულების ჩატარების ბრალდებებთან. შემთხვევების მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს.

ცნობილია, რომ ბორის ჯონსონი სამ ღონისძიებას დაესწრო. ერთ-ერთ წვეულებაზე ბორის ჯონსონის დასწრების შესახებ ინფორმაცია იანვარში გავრცელდა. პრემიერმინისტრმა მაშინ თქვა, რომ წვეულებაზე 25 წუთი გაატარა და შემდეგ მუშაობა გააგრძელა. ჯონსონის თქმით, მას ეგონა, რომ შეკრება სამუშაო ღონისძიება იყო.

მთავრობის რეზიდენციაში წვეულებები მაშინ ჩატარდა, როცა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ლოკდაუნი იყო დაწესებული, აკრძალული იყო ხალხმრავალი შეკრებები. ნებადართული იყო მხოლოდ ორი ადამიანის შეხვედრა ღია სივრცეში. სამუშაო შეხვედრები მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 2020 წლის 20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხდა.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტას „ინგლისელების მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია“ უწოდა
შემდეგი სტატიაშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის (SEDE) დელეგაციასთან შეხვედრა გამართა