ბორის ჯონსონმა რუსეთის დემონიზაციაზე უარის თქმისკენ მოწოდება გააკეთა

news
ავტ.: news იანვარი 11, 2017 01:17

ბორის ჯონსონმა რუსეთის დემონიზაციაზე უარის თქმისკენ  მოწოდება გააკეთა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რუსეთის დემონიზაციაზე უარის თქმისკენ მოწოდება გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ჯონსონმა განაცხადა, რომ ლონდონმა და ვაშინგტონმა “ჩართულობისა და სიფრთხილის” სტრატეგიით უნდა იმოქმედონ.
“ჩვენ ახალი ადმინისტრაციისა და კონგრესის ყურადღება იმაზე გავამახვილეთ, რომ სიგიჟე იქნებოდა რუსეთის დემონიზაცია ან მისი კუთხეში მიმწყვდევა” – აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ თქვა ჯონსონმა.
მანამდე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა ერთხელ გამოიყენა რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრი შეფასება. რუსეთის სირიაში მოქმედებას კი “სამხედრო დანაშაული” უწოდა.

news
ავტ.: news იანვარი 11, 2017 01:17