ბორის ჯონსონმა დონალდ ტრამპთან უკრაინის საკითხი განიხილა

ბორის ჯონსონმა დონალდ ტრამპთან უკრაინის საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.

„პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრით მოხარული ვარ. ჩვენ უკრაინის საკითხი განვიხილეთ და ეჭვი არ მეპარება, რომ ის ამ ქვეყნის მხარდაჭერისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში ძლიერი და მტკიცე იქნება“, – წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში.

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მკვლელობის მცდელობის შემდეგ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას