ლონდონის ყოფილმა მერმა, ბორის ჯონსონმა უარი თქვა კონსერვატიული პარტიის ლიდერობისა და პრემიერობისათვის ბრძოლაზე – “ბიბისი” წერს.
30 ივნისს ჯონსონის თანამებრძოლმა, იუსტიციის მინისტრმა, მაიკლ გოუვმა განაცხადა, რომ ემზადება პარტიის ლიდერი გახდეს და ასევე უხელმძღვანელოს მთავრობას. “უახლოეს დღეებში მე წარმოვადგენ ჩემს გეგმას გაერთიანებული სამეფოსთვის, რომელიც, იმედი მაქვს ერთობას და მშიდობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება” – განაცხადა მან. მანამდე ელოდებოდნენ, რომ გუვი ჯონსონს დაუჭერდა მხარს, თუმცა, მან ქალაქის ყოფილ ხელმძღვანელში ვერ იპოვა ლიდერის თვისებები.
საკუთარ სურვილზე, გახდეს პარტიის ლიდერი, ასევე განაცხადა ბრიტანეთის შს მინისტრმა ტერეზა მეიმ.
შეგასხსენებთ, რომ მოქმედი პრემიერი, დევიდ კემერონი, მისივე განცხადებით, 3 თვეში გადადგება.