ბორის ჯონსონის მდგომარეობა დამძიმდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება. მის მოვალეობას დროებით საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი შეასრულებს.

“კვირას პრემიერ-მინისტრის მდგომარეობა გართულდა და ექიმების რეკომენდაციით ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს”,- ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბორის ჯონსონი საავადმყოფოში 1 დღის წინ შეიყვანეს. მას კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა.

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
შემდეგი სტატიამაკა სოლოღაშვილი: 3 ახალ პაციეტს კორონავირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო