ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, მშვიდობის მისაღწევად როდის დადონ შეთანხმება რუსეთთან და ექნებათ თუ არა ამის სურვილი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, მშვიდობის მისაღწევად როდის დადონ შეთანხმება რუსეთთან და ექნებათ თუ არა ამის სურვილი. აღნიშნულის შესახებ ჯონსონმა ნატო-ს მადრიდის სამიტის დასკვნით დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.

BBC-ის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა არის დიდი ბრიტანეთის მიზანი აღნიშნულ კონფლიქტში, ჯონსონმა უპასუხა, რომ იგი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხზეა დამოკიდებული, რომ გადაწყვიტონ.

„ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ვიყოთ უკრაინელებზე მეტად უკრაინელები, ეს ყველას ესმის“, – განაცხადა ჯონსონმა.

ამასთან, ჯონსონმა აღნიშნა, რომ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ გამოკითხვებში დაინახა, რომ „უკრაინელების 89%-ს არავითარ შემთხვევაში არ განიხილავს“ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და მათ რუსეთთან რაიმე სახის გარიგება არ სურთ.

„ჩვენი საქმეა, რომ უბრალოდ გავამართლოთ პრინციპი, დავიცვათ უკრაინელების უფლებები, რათა საკუთარი თავი დაიცვან, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – აღნიშნა ჯონსონმა.

ჯონსონმა დასძინა, რომ მათ სურთ, უკრაინელებს მისცენ საშუალება, რომ მათი ტერიტორიიდან რუსები განდევნონ და დააყენონ ზელენსკი საუკეთესო პოზიციაში, თუ ის გადაწყვეტს, რომ რუსეთთან რაიმე შეთანხმებაზე საუბარი სურს.

ამასთან, ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი არ სთავაზობს რაიმე სახის შეთანხმებას.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა ჩეხეთს გადააბარა
შემდეგი სტატიამადრიდის სამიტზე გავაერთიანეთ ალიანსი, რათა აღვუდგეთ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს ევროპისთვის, ასევე სისტემატურ გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთი უქმნის მსოფლიო წესრიგს – ბაიდენი