ბორის ჯონსონი შვედეთისა და ფინეთის ლიდერებთან რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე, უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს ხელს აწერს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შვედეთისა და ფინეთის ლიდერებთან რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე, უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს ხელს აწერს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯონსონმა აღნიშნულ დეკლარაციას ხელი შვედეთში, პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან ერთად მოაწერა და დღეს ის ფინეთში გაემგზავრება, მსგავს უსაფრთხოების დეკლარაციას ხელი ფინეთის პრემიერ-მინისტრ საული ნიინისტოსთან ერთად მოაწეროს.

როგორც Sky News-ი იუწყება, დეკლარაციებით გაერთიანებულ სამეფოსა და თითოეულ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობა შეიცვლება, მოხდება დაზვერვის გაზიარების გაძლიერება, ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაჩქარება, უსაფრთხოების გაძლიერება სამივე ქვეყანასა და ჩრდილოეთ ევროპაში და ა.შ. დეკლარაცია გაერთიანებულ სამეფოს საშუალებას მისცემს, სკანდინავიურ პარტნიორებთან და მათ შეიარაღებულ ძალებთან ითანამშრომლოს ყველა სფეროში, მათ შორის კიბერსივრცეში.

„ჩვენ მტკიცედ და ცალსახად ვუჭერთ მხარს როგორც შვედეთს, ასევე ფინეთს და უსაფრთხოების ამ დეკლარაციების ხელმოწერა არის სიმბოლო ჩვენს ქვეყნებს შორის მარადიული გარანტიის. ეს არ არის დროებითი მიზანი, არამედ არის გრძელვადიანი ვალდებულება, სამხედრო კავშირებისა და გლობალური სტაბილურობის გასაძლიერებლად და მომავალი თაობებისთვის ევროპის თავდაცვის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა ჯონსონმა.

banner
წინა სტატიაშიიმედია, მმართველ გუნდს ეყოფა ჭკუა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაესხმება თავს – იოსელიანი
შემდეგი სტატიაკულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცხადდა კონკურსი „ლიტერატურული აგენტის სასწავლო მოდულის შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობა“