ბორის ჯონსონი პუტინთან დაკავშირებით მსოფლიოს მიმართავს

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბორის ჯონსონმა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჰიტლერს შეადარა, ხოლო მოსკოვში გასამართი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი – 1936 წლს ფაშისტურ ბერლინში გამართულ ოლიმპიადას… პარტნიორებს კი მოუწოდა, რომ ყველაფერი გააკეთონ რათა მსოფლიო ტურნირი პუტინმა საკუთარი პიარისთვის ვერ გამოიყენოს.
,,ვლადიმერ პუტინი აპირებს ზუსტად ისე გამოიყენოს მსოფლიო ჩემპიონატი, როგორც 1936 წელს ადოლფ ჰიტლერმა გამოიყენა ბერლინის ოლიმპიური თამაშები…და ეს იქნება აშკარა პიარ აქცია, მისი ბრუტალური და ბოლომდე კორუმპირებული იმიჯის გასათეთრებლად, რომელიც მე საშინელებას მაგონებს. მე ვფიქრობ, რომ 1936 წელთან შედარება, აბსოლიტურად სწორი და კორექტულია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პუტინმა ეს სპორტული ღონისძიება საკუთარი სიამაყის აგნად აქციოს,, განაცხადა ჯონსონმა ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ბრიტანული მედიის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა, როგორც საკუთარ მოქალაქეებთან ასევე პარტიორ ქვეყნებთან მუშაობს რუსეთის ტურნირის სრული ბოიკოტის მისაღწევად. დიდი ალბათობით, მთავრობის გადაწყვეტილება, გაერთიანებული სამეფოს ყველა ქვეშევრდომზე გავრცელდება და ბრიტანელები რუსეთში აღარ გაემგზავრებიან.

banner
წინა სტატიაშინადეჟდა სავჩენკოს სასამართლო პროცესი დილით გაიმართება
შემდეგი სტატიაევროპარლამენტმა, შესაძლებელია, სავჩენკოს განთავისუფლება მოითხოვოს