20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ბორის ჩელე ყურუა: ამერიკის ხელისუფლება დაელაპარაკება იმას, ვისაც ხელთ უპყრია ძალაუფლება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, იურისტი ბორის ჩელე ყურუას განცხადებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების მთავარი გზავნილი ისაა, რომ ამერიკის ხელისუფლება ურთიერთობას იმ მხარესთან გააგრძელებს, რომელსაც ქვეყანაში ძალაუფლება აქვს. ამის შესახებ ყურუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში” ისაუბრა.

„გზავნილი [ამერიკის საელჩოს განცხადება] მარტივია. ამერიკის ხელისუფლება დაელაპარაკება იმას, ვისაც ხელთ უპყრია ძალაუფლება თუ ოპოზიციას არ შეუძლია სხვა მოცემულობის დახატვა. ჩემი აზრით, საუბარი იქნებოდა იმ კრიზის გადაჭრაზე, რა კრიზისიც არსებობს. კრიზისს იწვევს მრავალი ფაქტორი, თუმცა მისი გადაჭრა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ხელეწიფება, რაც მდგომარეობას იმაში, რომ მიღებული რეპრესიული კანონები უკან გაიწვიონ და მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს „ქართული ოცნებისთვის“ მარტივი საქმეა. რასაც აკეთებდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ იმ სავარაუდო გაცვლისთვის, რაზეც შემდეგ მოუწევდა ვაჭრობა დასავლეთთან. მგონია, რომ ეს ყველაფერი მოახლოებულია. სამწუხაროა ასევე ის, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ყოველთვის გარეთ უწევდა გასვლა საკუთარი პრობლემების მოგვარებისთვის. სამწუხაროდ, ახლაც სჭირდება შუამავალი იმისთვის, რომ ჩვენი პრობლემები მოვაგვაროთ.

საბოლოოდ, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ნებისმიერ შემთხვევაში დრო არ არის დასაკარგი იმ ნაწილში, რომ პოლიტიკურმა აქტორებმა მოიპოვონ იმაზე მეტი ძალა, ვიდრე აქვთ“, – აცხადებს ყურუა.

ყურუას განცხადებით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლებას სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, მათ შორის ისეთი ნაბიჯების გადადგმაც, რომლებიც ოპოზიციის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას უკავშირდება.

ყურუა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ძირითადი ბერკეტები ხელისუფლების ხელშია და, შესაბამისად, კრიზისის გაგრძელებაზე პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.

„პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ ისე მოიქცნენ, როგორც მოუნდებათ, მათ შორის მანდატების აღდგენაც არ იქნება პრობლემა. ჩვენთან არსებობს კონსტიტუცია, რომელიც „ქართული ოცნების“ დაწერილია, რომლის ფეხებზე დაკიდებაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ.

ოპოზიცია იმდენად ჩიხშია შესული, რომ პოლიტიკური სვლის საშუალება არ აქვს. ნებისმიერ პოლიტიკური სვლა, რომელიც კრიზისის გადაჭრის ნაწილი იქნება, არის უკან დახევა და კაპიტულაცია. კრიზის განმუხტვის ქმედების ინსტრუმენტით აქვს ხელისუფლებას, შესაბამისად კრიზისზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. კრიზის ყოველი ახალი დღე არის „ქართული ოცნების“ ბრალი. ყოველი თეთრი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე კარგავს, იმის გამო რომ კრიზისა, ხელისუფლების ბრალია“,- განაცხადა ყურუამ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 140 მილიონ ევრომდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაBloomberg: მაღალჩინოსნებმა პუტინი გააფრთხილეს, რომ სამხედრო ხარჯები ბიუჯეტის სახიფათო დეფიციტს იწვევს — კრემლში შიდა უთანხმოებაა