ბორის აკუნინი (ჩხარტიშვილი): პუტინი უფრო უჭკუო აღმოჩნდა ვიდრე მეგონა

,,ვლადიმერ პუტინი უფრო უჭკუო აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა”- აცხადებს ქართული წარმოშობის რუსი მწერალი ბორის აკუნინი (ჩხარტიშვილი).

,,მე რევოლუციური კაცი არ ვარ. ძალიან მეშინია რევოლუციების ერთ ისეთ ცალკეულ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია და რომელიც გაძეძგილია ატომური იარაღით. ამისი ძალიან მეშინია. მაგრამ მე ვხედავ, რომ ადრე ვცდებოდი. მე მქონდა განცდა, რომ თუ ხელისუფლებაზე ზეწოლას-ზეწოლაზე მოვახდენდით, ის მიხვდებოდა რომ მისთვის ასე ჯობია. მაგრამ ვლადიმერ პუტინი უფრო ნაკლებად ჭკვიანი აღმოშნდა ვიდრე მე მეგონა. რაც მან გააკეთა – მან პრაქტიკულად გასრისა, მოუჭირა და ასფალტქვეშ დაპრესა (2011-2012 წლების რედ.) პროტესტი. და მას გონია, რომ პრობლემა ამით მოაგვარა. მან უბრალოდ თერმომეტრი გატეხა, რომელიც მას მაღალ ტემპერატურას უჩვენებდა. თუმცა ავადმყოფობა არსად გამქრალა. ის უფრო გაუარესდა”,- აცხადებს რუსი მწერალი ბორის აკუნინი.
აკუნინის აზრით, რუსეთში პროტესტი კვლავ განმეორდება და ეს მოხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ფული დამთავრდება.

” მომავალში პროტესტი საშუალო ფენისაგან და ეკონომიკური სიტუაციისაგან იქნება დამოკიდებული. ჯერჯერობით კი ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია ხელმომჭრნედაა, მაგრამ გასაძლისია”- აცხადებს მწერალი, რომელიც რამდენიმე დღის უკან მშობლიური ქვეყნის დედაქალაქ თბილისს სტუმრობდა.

banner
წინა სტატიაში“ფული არ მაინტერესებს, მაინტერესებს სიმართლე” – დემურ სტურუას დედა ხელახლა დაკითხეს
შემდეგი სტატია“საერთაშორისო გამჭვირვალობა” წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და შესაძლო ძალადობა-მუქარის შემთხვევებზე საუბრობს